top of page
IMG-20240319-WA0019.jpg

განაცხადი

გთხოვთ, შეავსოთ ფორმა. ჩვენი არტ კონსულტანტები განიხილავენ თქვენს განაცხადს უმოკლეს ვადებში და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას ნამუშევრის ვებ-გვერდზე განთავსების შესაძლებლობის და პირობების შესახებ. 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

შემოგვიერთდით

გახდით ჩვენი პლატფორმის მომხმარებელი. გააცანით თქვენი შემოქმედება დიდ აუდიტორიას. გაზარდეთ ცნობადობა და გაყიდვები. ჩვენი პლატფორმის დახმარებით, მხატვრებს და კოლექციონერებს/ხელოვნების ნიმუშების მფლობელებს შეუძლიათ გახდნენ  ძლიერი ეკოსისტემის ნაწილი, ხელი შეუწყონ ახალი კავშირების ფორმირებას და საქართველოს სახელოვნებო ბაზარზე გამჭვირვალე, მრავალფეროვანი გარემოს შექმნას. 

არტისტებისთვის

შეავსეთ აპლიკაციის ფორმა, გაწევრიანდით ჩვენს პლატფორმაზე და შეიძინეთ ახალი მყიდველები. ჩვენი გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი შემოქმედება სწორად და საინტერესოდ იყოს პრეზენტირებული აუდიტორიის წინაშე. ყველა ეტაპს ნამუშევრების განთავსებიდან გაყიდვის და მიწოდების ჩათვლით ჩვენ ვუხელმძღვანელებთ.  ერთად შევუწყოთ ხელი გამჭვირვალე, საინტერესო და მრავალფეროვანი სახელოვნებო ბაზრის განვითარებას საქართველოში. 

კოლექციონერებისთვის

თუ თქვენს კოლექციაში ფლობთ ნამუშევარს და გსურთ მისი გაყიდვა, მაშინ შეავსეთ აპლიკაცია და გაწევრიანდით ჩვენს პლატფორმაზე. ჩვენ დაგეხმარებით ნამუშევრის საბაზრო ღირებულების დადგენაში და გაგიწევთ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითზე. ვიზრუნებთ იმაზე, რომ გაყიდვის პროცესი თქვენთვის იყოს მარტივი, უსაფრთხო, გამჭვირვალე,  სწრაფი და კომფორტული.  

მომსახურება
კითხვები & პასუხები

გაყიდე
წესები და პირობები

კონტაქტი

© 2024 ArtGuide

bottom of page