top of page
ბეჟან შველიძე
-
1929
ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აღწერს. ბეჟან შველიძის შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მან დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, უჩა ჯაფარიძის და სერგო ქობულაძის კლასი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს დამსახურებული მხატვარი და მხატვართა კავშირის პრემიის ლაურეატია. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სამხატვრო გალერეასა და ბერლინის ჰილგემანის კერძო კოლექციაში.
bottom of page